saWmeli sokoebi - muxisZira

Домен: Эукариоты
Царство: Грибы
Отдел: Базидиомицеты
Класс: Агарикомицеты
Порядок: Болетовые
Семейство: Болетовые
Род: Боровик
Вид: Дубовик оливково-бурый
Международное научное название: Boletus luridus

 

მუხისძირა - (ინგ. Suillellus luridus) (რუს. Дубовик оливково-бурый)

სინონიმი: უცნობია.

Suillellus luridus (ადრეული სახელწოდება Boletus luridus) არის ფორებიანი სოკოების ოჯახიდან. მისი ქუდის ქვედა მხარე დანაოჭებული ლამლების ნაცვლად დაფარულია ფორებიანი სქელი მასით. გვხვდება ფოთლოვან ტყეებში აზიის, ევროპის, ჩრდილო-აღმოსავლეთ ამერიკის კალციუმის კარბონატიან ნიადაგებზე. უხვად ხარობს ზაფხულში და შემოდგომაზე. აქვს მომწვანო, მასიური ქუდი რომელიც საშუალოდ 20 სმ-მდე დიამეტრისაა. აქვს პატარა წითელი ფორები ქუდის ქვედა მხარეს. იზრდება 8-14 სმ სიმაღლემდე. არის დაბალი, მყარი და სქელი. ტანი სიგრძეზე დაფარულია წითელი ბადისებური ქსოვილით. სხვა ზოგი წითელფორებიანი ბოლეტების მსგავსად, მოჭრის ან დაზიანების შემთხვევაში ლურჯდება. საკვებად ვარგისია, თუმცა უმად მირთმევის შემთხვევაში იწვევს გასტრიტის გაღიზიანებას, შეიძლება შეგვეშალოს შხამიან Boletus satanas-ში, რომელსაც ფერმკრთალი ქუდი აქვს. ზოგი სახელმძღვანელო გვირჩევს საერთოდ თავი ავარიდოთ მის მიღებას. ალკოჰოლთან ერთად გამოყენების შემთხვევაში იწვევს უარყოფით რეაქციას, რომელსაც იწვევს კოპრინის ნაერთი. თუმცა ლაბორატორიული კვლევებით სოკოში კოპრინის შემცველობა არ დასტურდება.

პირველად აღწერილი იქნა 1774 წელს. თავისი ტაქსონომიის ისტორიაში ეს სახეობა სახვადასხვა დროს სხვადასხვა Boletaceae genera ჯგუფებში ერთიანდებოდა. თუმცა მან შეინარჩუნა გერმანელი ბოტანიკოსის, იაკობ კრისტიან შეფერის მიერ შერჩეული თავდაპირველი ახელწოდება. საბოლოოდ კი ის 2014 წელს Suillellus-ის ჯგუფში გაერთიანდა.

Suillellus luridus არის მიკორიზული ბერძ. Μύκης mýkēs სოკო ῥίζα rhiza ფესვი). ამ სახეობის სოკო არის სიმბიოზური და იზრდება ფოთლოვანი ხეების ფესვებთან, ძირითადად მუხის, არყის ხის და წიფლის. თუმცა ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ ასევე შეუძლია ზრდა და განვითარება წიწვოვან ტყეში. არის ძალიან ლამაზი და მიმზიდველი მწერებისთვის, ამიტომ მის ზედაპირზე ხშირად იპოვით მისით მოწამლულ მწერებს. მასზე ჩატარებული ქიმიური ანალიზებით გამოვლინდა რომ ის შეიცავს ფეთქებად, კარბოქსილურ და ამინო მჟავების ნაერთებს. ასევე კაროტენოიდს, რაზეც მიუთითებს ამ სახეობის სოკოს ნარინჯისფერი შეფერილობა.

ტაქსონომია

Boletus luridus აღწერილია 1774 წელს გერმანელი ბოტანიკოსის, იაკობ კრისტიან შეფერის მიერ მის სერიულ კვლევებში ბავარიისა და პალატინეიტის (სამხრეთ-დასავლეთი გერმანია) სოკოების შესახებ. დროთა განმავლობაში სხვადასხვა ბოტანიკოსის მიერ ჩატარებული დაკვირვებების და კვლევების შედეგების მიხედვით ხშირად გადაყავდათ სხვადასხვა ჯიშებში. 1791 წელს ფრანგმა ბოტანიკოსმა პიერ ბულიარდმა ის გააერთიანა Boletus rubeolarius-ებში, ხოლო მომდევნო წელს ჯოან ფრიდრიხ გმლკიმ მას Boletus subvescus (ლათ. Sub თითქმის, vescus საკვებად ვარგისი) უწოდა. 1821 წელს სამუელ ფრედერიკ გრეიმ უხეშტანიანი ბოლეტუსი Leccinum luridum ჯგუფში გააერთიანა. 1881 წელს პიტერ კარსტენმა Tubiporus , ხოლო 1888 წელს კი ლუსიენ ქუელემ Dictyopus ჯგუფში.

Boletus luridus მოიცავს სახეობებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია დიდი, სქელი ნაყოფსხეული რომელზეც განლაგებულია წითელი, ნარინჯისფერი და ყავისფერი ფორები. 2013 წელს გამოქვეყნებული გენეტიკური ანალიზის მიხედვით Boletus luridus-ი და ბევრი (მაგრამ არა ყველა) წითელფორაბიანი ბოლეტუსი არის dupainii-ური კლადის შემადგენლობაში, ის უკვე ამოღებულია Boletus edulis-ის და Boletineae-ების ძირითადი ჯგუფიდან. სწორედ ამ მიზეზით ის განიხილება Suillellus-ის სახეობად. მისი გავრცელებული ინგლისური სახელწოდებაა lurid bolete. ის და ბოლეტუს სატანა ცნობილია ayimantari-ის დასახელებით, იგივე «დათვის სოკო» აღმოსავლეთ თურქეთში.

აღწერილობა

Suillellus luridus არის მსუქანი ჯიშის სოკო სქელი მოყვითალო-მომწვანო ან მომწვანო-მოყავისფრო, ამოზნექილი, ბალიშისებრი ფორმის ქუდით, რომლის დიამეტრი დაახლოებით 20 სმ სიგანემდეა. მისი შეფერილობა მოწიფულობასთან ერთად მუქდება. ზედაპირი აქვს ხავერდოვანი, რომელიც დაბერებისას რბილდება და ნალექიან ამინდში წებოვანი ხდება. ფორების ზედაპირი ჯერ მუქი წითელია, ხოლო მოწიფულობისას მოწითალო-ნარინჯისფერი ხდება. კიდეებში უმეტესად ღია შეფერილობა ახასიათებს. აქვს წრიული ფორმის ფორები, რომლის ზომები მცირდება სოკოს ქუდის ზედაპირის კიდეებში და ყუნწის ირგვლივ. მისი მასიური ჰიმენიუმი მიზრდილია ქუდზე ქვედა მხრიდან და დაფარულია ფორებით. მისი ტანი არის შიშველი, დაბალი და სქელი. იზრდება 8-14 სმ-მდე სიმაღლის და 3 სმ-მდე სისქის. სპორების მტვერი არის მომწვანო ფერის, ოვალური ფორმის 11-15 მიკრომეტრი სიგრძის და 4 მიკრომეტრამდე სიფართის.

ზოგიერთი ქიმიური ცდით შესაძლებელია სოკოს სახეობის იდენტიფიცირება. მაგალითად, თუ გაზავებულ კალციუმის ჰიდროქსიდს დავაწვეთებთ სოკოს ქუდის ზედაპირზე, ის მიიღებს მოშავო, მუქ წითელ ფერს, ხოლო ნაყოფზე ნარინჯისფერს. რკინის სულფატის დამატების შემთხვევაში კი ზედაპირი ხდება ჯერ ყვითელი, შემდეგ კი მომწვანო ყვითელი. მელცერის რეაქციისას კი ნაყოფი იღებს მუქ ლურჯ შეფერილობას.

მსგავსი სახეობები

Rubroboletus satanas ასევე გვხვდება კალციუმის კარბონატიან ნიადაგებზე. არის შედარებით დიდი ზომის და აქვს ფერმკრთალი ზედაპირი. განსხვავებით Suillellus luridus-ისგან მისი ღეროს ზედა ნაწილს არ გააჩნია რეტიკულარული სტრუქტურა. მისი ნაყოფი დაჭრის ან დაზიანებისას არ ლურჯდება. მას ძირითადად აქვს ნახევარსფეროს ფორმა და ახალამოსულზე ახასიათებს მყრალი (ლპობის) სუნი. საკვებად ვარგისი Neoboletus luridiformis  S.Luridus-სგან გამოირჩევა მუქი ყავისფერი შეფერილობით. იგი ასევე იზრდება ქვიშიან ნიადაგებზე და წიწვოვან ტყეებში. ჩრდილოეთ ამერიკაში შესაძლოა აგვერიოს შხამიან Rubroboletus pulcherrimus-ში, რომელსაც აქვს უფრო მსუქანი ღერო და ღრმა წითელი ფორები. ძირითადად მოიპოვება მიჩიგანში მუხის ფესვებთან. Boletus caucasicus ხარობს ჩრდილოეთ ევროპაში, აქვს ყვითელი ნაყოფი განსხვავებით S. luridus-ისგან, რომლის ქუდის ქსოვილი არის მოწითალო ფერის. კიდევ ერთი ევროპული სახეობა Rubroboletus rhodoxanthus ხასიათდება მოვარდისფრო შეფერილობით ქუდის ზედაპირზე. ხოლო Neoboletus sinensis-ის ჩინური სახეობა, თავდაპირველად აღწერილი როგორც S. Luridus უფრო საიმედოდ მკვეთრად განსხავდება მათგან თავისი დიდი სპორებით, რომლის ზომა შეადგენს 12-17 მკმ-ს 5-7 მკმ-ზე.

ეკოლოგია და გავრცელება

Suillellus luridus არის მიკორიზული სოკოფესვი. ადაპტირებულია ფოთლოვან ტყეებში მუხის, არყის ხის, წიფლის ძირას კალციუმის კარბონატიან ნიადაგებზე. ასევე მიიჩნევა მიკორიზულ პოპულაციად ქვიან კლდეებზე ბუჩქბალახოვანთა გვარის ყვავილებთან, როგორიცაა მზეყვავილა. საველე კვლევები ადასტურებს, რომ სოკო, როგორც მიკორიზული პარტნიორი, ძალიან სასარგებლოა მცენარისთვის რომელთანაც ის იზრდება. მაგალითად  წიწვოვან Cunninghamia lanceolata-სთან, ის ზრდის მისი ნერგის სიცოცხლისუნარიანობას, ხელს უწყობს მის სიმაღლესა და დიამეტრში გაზრდას, ზრდის ქლოროფილის შემცველობას ნერგის ფოთლებში. ზრდა-განვითარების გამაუმჯობესებელი ზემოქმედება ადრე გამოვლინებული იყო Pinus taiwanensis-ის (იგივე ტაივანური წითელი წიწვი) ნერგებთანაც. მცენარის ზრდისთვის ეს სასრგებლო ეფექტები განპირობებულია მრავალი ურთიერთქმედებით სოკოს, მცენარეს რომლის ძირშიც ის იზრდება და იმ ნიადაგის მიკრობებს შორის, რომელზეც ისინი არიან აღმოცენებული. შედეგად მატულობს ნახშირბადის მაჩვენებელი და ბაქტერიულ მრავალფეროვნებას მიკორიზის არეალში. სამი ექტომიკორიზული სოკოს მარილრეზისტენტულობაზე კვლევამ გამოავლინა, რომ Suillellus luridus (მუხისძირა) არის მათში ყველაზე ტოლერანტული მარილის მაღალი კონცენტრაციის მიმართ. დანარჩენი ორი სახეობა იყო Suillus bovinus და Suillus luteus. მათ შორის მცენარეთა ნერგების მარილიან ნიადაგებზე განვითარებისთვის ხელშესაწყობად საუკეთესო Suillellus luridus აღმოჩნდა. ნაყოფსხეული იზრდება ცალკეულად ან მიწაზე გაბნეულად. ივნისიდან ნოემბრამდე, ზაფხულის წვიმების შემდეგ მუხასოკო (Suillellus luridus) გვხვდება პარკებში მარტო მდგომ ხეებთან. ის არ ხარობს მჟავიან ნიადაგზე.

მწერების მისწაფება ამ სოკოს მიმართ აღნიშნა ბრიტალემა მიკოლოგმა ანა მარია ჰასიმ, რომელიც 1847 წელს თავის ნაშრომში წერდა რომ «იშვითია იპოვო სოკოს ისეთი ნიმუში, რომელიც ასე იზიდავს მწერებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს სახეობა საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული, ის დიდ სამსახურს უწევს მწერების არსებობის ეკონომიკას».

მწერების რამდენიმე სახეობა იქნა დაფიქსირებული ამ სოკოს ზედაპირზე საკვების მოპოვებისას. მწერებისგან განსხვავებით კი ლოქორა (ლოფორთქინა) თავს არიდებს ამ სახეობის სოკოს.

მუხისძირა ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, აღმოსავლეთსა და შავი ზღვის რეგიონებში, თურქეთში, პაკისტანში. ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში ის ცნობილია აღმოსავლეთ კანადიდან და შეერთებული შტატების დიდი ტბების აღმოსავლეთიდან. მისი გავრცელების არეალი იშლება სამხრეთით, მექსიკამდე. ასევე ნაპოვნია კოსტარიკაში. აზიაში გავრცელებულია ჩრდილოეთ ისრაელსა და ინდოეთში, ტაივანში. ფართოდ არი გავრცელებული ჩინეთის პროვინციებში.

ტოქსიკურობა

რბილი გემოს მქონე Suillellus luridus საკვებად გამოიყენება კარგად დამუშავების შემდეგ. განსაკუთრებით ფასობს საფრანდეთში. ასევე მიირთმევენ მას იტალიასა და ჩინეთში. მუხისძირა იყიდება რეგიონალულ ბაზარზე ცენტრალურ მექსიკაში. თუმცა ამის მიუხედავად მას საკვებად უვარგისად მიიჩნევენ იგივე ცენტრალურ მექსიკაში ლა მალინჩეს ეროვნული პარკის მაცხოვრებლები. ის სიფრთხილით უნდა დაიკრიფოს, რადგან ძალიან გავს საკვებად უვარგის, მოლურჯო შეფერილობის ჯიშებს. უმის ან არასაკმარისად დამუშავებულად მირთმევის შემთხვევაში არის საშიში. იწვევს კუჭ-ნაწლავის მოწამვლას, რაც გრძელდება 30 წუთიდან 2 საათამდე გულისრევით, ღებინებით, მუცლის კრუნჩხვით და დიარეით. სრული გამოჯანმრთელება ხდება 24-დან 48 საათის განმავლობაში, თუ ორგანიზმში სითხი დანაკარგი აღდგება. ასევე იწვევს მგრძნობელობის მომატებას ალკოჰოლის მიმართ. ერთერთმა გერმანელმა მიკოლოგმა განაცხადა რომ საკუთარ თავზე გამოსცადა ამ «სხვათაშორის ბრწყინვალე» სოკოს მიერ ალკოჰოლთან ერთად მიღების შედეგად გამოწვეული მტანჯველი სიმპტომები. მკვლევარები ულრიხ კივიტი და ჰარტმუტ ლაატში ეძებდნენ ანტაბუსის მაგვარ კოპრინუსის შემცველობას Suillellus luridus-სა და მის მსგავს სახეობებში, თუმცა ვერცერთ აქამდე ცნობის სახეობაში ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ მიაგნეს მის ინდიკატორს იშვიათი სახეობის B. torosus -ში. თუმცა დღემდე დაუდგენელია ზუსტად რა იწვევს luridus-ში ალკოჰოლთან დაკავშირებულ რეაქციას.